ფოკუს-ჯგუფები | ბაზრის კვლევა 4Service Georgia

ფოკუს-ჯგუფი(ფოკუსჯგუფურიდისკუსია) ხარისხობრივი კვლევის სახეა, რომლის ძირითადი მიზანია მომხმარებელთან უკუკავშირის მიღება მოცემულ თემაზე ერთობლივი დისკუსიის მსვლელობაში.

 

ფოკუსჯგუფებსაჭიროა:

  • გარკვეული პრობლემატიკის ინსაიტების ძიებისას;
  • ჰიპოთეზების ჩამოყალიბების აუცილებლობის შემთხვევაში;
  • სარეკლამო პროდუქტის ტესტირებისას;
  • გარკვეული პროდუქტის / მომსახურების დაბალი გაყიდვების შემთხვევაში;
  • სერვისის შესახებ უკუკავშირის შეგროვებისას;
  • მომხმარებლის მიერ საქონლის / მომსახურების არჩევისა და შეძენის შესახებ გადაწყვეტილების მიღების ნამდვილი მოტივების გამოსავლენად;
  • იმ მნიშვნელოვანი უპირატესობების დასადგენად, რომლებიც კონკურენტი კომპანიებისკენ იზიდავს მომხმარებელს;
  • როდესაც აუცილებელია იმის დადგენა, თუ როგორ აფასებს მომხმარებელი თქვენს სარეკლამო და PR-აქციებს;
  • საქონლის ახალი შეფუთვის ტესტირებისას;
  • კომპანიის საფირმო სტილის ხელახალი დიზაინის შემუშავების დროს.

 

ფოკუს-ჯგუფების ამოცანები:

  • გარკვეული პრობლემატიკის ინსაიტებისა და ჰიპოთეზების ძიება;
  • იდეების გენერაცია (მაგალითად, გამოშვებული პროდუქტების, მათი დიზაინის, შეფუთვის გაუმჯობესების მიმართულებებთან ან ახალი პროდუქტების შემუშავებასთან დაკავშირებით);
  • მომხმარებლის „ენის“ შესწავლა (ტერმინოლოგია, რომელსაც იყენებს სამიზნე აუდიტორია), რაც შეიძლება სასარგებლო აღმოჩნდეს, მაგალითად, სარეკლამო კამპანიის ჩატარების, რაოდენობრივი კვლევების ჩასატარებლად ანკეტების შედგენის დროს;
  • მომხმარებელთა მოთხოვნების, აღქმის, მოტივების, შესასწავლ პროდუქტთან, მის მარკასთან, მისი გავრცელების ხელშეწყობის მეთოდებთან დამოკიდებულების გაცნობა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია მარკეტინგულიკვლევებისმიზნებისგანსაზღვრისთვის;
  • რაოდენობრივი კვლევების ჩატარებას შეგროვებული მონაცემების უკეთ გაგება. ზოგჯერ ფოკუს-ჯგუფის წევრები გვეხმარებიან ჩატარებული კვლევის შედეგების უკეთ გარკვევაში;
  • საქონელზე, მომსახურებაზე, ბრენდებზე რეკლამის გარკვეულ სახეებზე ემოციური და ქცევითი რეაქციების შესწავლა;
  • შეცდომების თავიდან აცილება: ფოკუს-ჯგუფები, როგორც ახალ იდეებში (სარეკლამო, პრომოუშენების ან პროდუქტების) უხეში შეცდომების არსებობის შემოწმების მეთოდი;
  • საქონლის, ან მომსახურების, ან სერვისის გაუმჯობესების მიმართულებათა განსაზღვრა.

 

ფოკუს-ჯგუფების ჩატარება შესაძლებელია ონლაინ.

ეს ამცირებს ხარჯებს, მაგრამ ჩვეულებრივ იძლევა აუცილებელი ინფორმაციის მიღების შესაძლებლობას.

 

ფოკუს-ჯგუფების პროექტის რეალიზაციის ვადები – 21 დღიდან:

10 დღე – პროექტის მომზადება;

1-5 დღე – კვლევის ჩატარება;

10 დღე – ანალიტიკური ანგარიშების მომზადება.

 

რატომ ირჩევენ 4Service-ის ფოკუს-ჯგუფებს:

  • კვლევის შედეგების მიხედვით ჩვენი დამკვეთი მიიღებს: ჯგუფური დისკუსიის სრულ ვიდეო ან/და აუდიო ჩანაწერს, ანალიტიკურ ანგარიშს დასკვნებითა და რეკომენდაციებით;
  • ჩვენი მოდერატორები პროფესიონალი ფსიქოლოგები არიან, რომლებიც უტყუარ ინფორმაციას იღებენ რესპოდენტების მოთხოვნილებების, უპირატესობებისა და სურვილების შესახებ. იყენებენ მეთოდებს, რომლებიც ეხმარება მონაწილეთა განლაგებაში და ე. წ. „რეპტილური აზროვნების“ გათიშვაში, როდესაც ადამიანი არაკომფორტულად გრძნობს თავს, მას ეუხერხულება და იწყებს საკუთარი თავის მოტყუებას, რათა არ გამოირჩეოდეს ჯგუფისგან.
  • ფოკუს-ჯგუფებს ისე ვატარებთ, რომ რესპოდენტები თავად იღებენ კვლევისგან სიამოვნებას და ღიად გვაწვდიან აუცილებელ ინფორმაციას;
  • სიღრმისეული ინსაიტების მისაღებად ვიყენებთ ჯგუფზე ზემოქმედების სპეციალურ ტექნიკებს;
  • ხარისხობრივი რესპოდენტები: დამკვეთი კომპანიის ნამდვილი მომხმარებლები, რომლებიც შერჩეული არიან დამკვეთის ყველა მოთხოვნის გათვალისწინებით;
  • ჩვენი ექსპერტები აანალიზებენ დისკუსიის ყველა დეტალს: რას ამბობენ რესპოდენტები, როგორ სიტყვებსა და ინტონაციებს იყენებენ, როგორი თანმიმდევრობით პასუხობენ ამა თუ იმ კითხვებს. ასეთი მიდგომა ასახავს სუბიექტურ მნიშვნელოვნებას და იძლევა სასარგებლო ინფორმაციას;
  • დამკვეთს ვეხმარებით ჰიპოთეზის ჩამოყალიბებაში, ვადასტურებთ ან უარვყოფთ მას ფოკუს-ჯგუფებისა და დამატებითი ინსტრუმენტების დახმარებით.

 

ფოკუს-ჯგუფის ჩატარების შემდეგ თქვენ:

  • მიიღებთ ინფორმაციას იმის თაობაზე, თუ როგორ შეგიძიათ, რომ მომხმარებლის არჩევანზე იმოქმედოთ;
  • მიიღებთ ახალ იდეებს მომხმარებლისგან თქვენი საქონლის/მომსახურების ნიშნადი მახასიათებლების გასაუმჯობესებლად;
  • მიიღებთ ახალ მიმართულებებს ეფექტური პოზიციონირებისთვის და სერვისის გასაუმჯობესებლად;
  • გაიგებთ, თუ რა სჭირდებათ თქვენს მომხმარებლებს;
  • გაიგებთ, როგორი დამოკიდებულება აქვთ თქვენს მომხმარებლებს თქვენთან და თქვენს კონკურენტებთან;
  • მოგეცემათ შესაძლებლობა, რომ იპოვოთ დაბალი გაყიდვების პრობლემის გადაწყვეტა და მიიღოთ დამატებითი კონკურენტული უპირატესობა.

 

მაქსიმალურიეფექტურობისმისაღწევადკომპლექსურადატარებენ:

ფოკუს-ჯგუფის შედეგად მიღებული ჰიპოთეზების დასადასტურებლად და შესამოწმებლად ატარებენ რაოდენობრივ კვლევებს.

 

32%

უკრაინელებისა წელიწადში ერთხელ ყიდულობს საიუველირო სამკაულებს.

გამოკითხვა

37%

რესპოდენტებისას აღიზიანებს Viber/WhatsUP-ის გზავნილები

კვლევა

-4.3

სადაზღვევო კომპანიების დარგში

NPS

30%

ევროპელების კმაყოფილია მომსახურების სისწრაფით.

CAWI

29%

ეს არის რესპოდენტების წილი, რომელთა მოლოდინს გადააჭარბა არასტანდარტულმა კონსულტაციებმა ტანსაცმლის მაღაზიებში

გამოკითხვა

92.4%

კლიენტის გამოცდილების შესახებ მომხმარებელთა საუბრებისა ადამიანებს ეხება

web social media

+30%

იზრდება სერვისის ხარისხი წინასადღესასწაულო დღეებში

mystery shopping

63%

კლიენტებისა ელის, რომ კომპანიები მხარდაჭერას შესთავაზებენ სოციალური ქსელებით.

CAWI

ბლოგი

×

Special Offer for You