ბრენდის მდგომარეობის ტრეკინგი | 4Service Group Georgia

ბრენდის მდგომარეობის ტრეკინგი

BHT – Brand Health Tracking (ბრენდის მდგომარეობის ტრეკინგი)

– ეს არის მარკეტინგული კვლევა, რომელიც ტარდება გარკვეული პერიოდულობით, ბაზარზე ბრენდის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის დინამიკაში მისაღებად, ისეთი მახასიათებლების მიხედვით, როგორებიც არის ცნობადობა, მოთხოვნილება, იმიჯი, ბრენდის მომხმარებელთა დახასიათება, ბრენდის მდგომარეობა (ფინანსური მდგომარეობა და საფირმო ნიშნის ცნობადობა) და მისთანები.

ჩვენ კვალდაკვალ მივყვებით მომხმარებელს ცოდნიდან ლოიალობისკენ მიმავალ გზაზე: მომხმარებელთა რამდენი პროცენტი ასახელებს ბრენდს სპონტანურად, რამდენი – კარნახით; რამდენი მომხმარებელი იყენებს მოცემულ პროდუქტს/მომსახურებას, რა ძირითადი ასოციაციებია ბრენდთან, მომხმარებელთა რა ნაწილი თვლის, რომ ეს მისი საყვარელი ბრენდია, ყველაზე ხშირად ირჩევს მას.

 

რომელ ამოცანებს წყვეტს:

– განსაზღვრავს ბრენდის მომსახურების/პროდუქციის პოპულარობისა და მოთხოვნილების ხარისხს, ზომავს ბრენდის შესახებ ცოდნის დონეს;
– აფასებს, თუ რამდენად თანმიმდევრული იყო ბრენდის შექმნაზე დახარჯული ძალისხმევა გრძელვადიან პერსპექტივაში;
– აფასებს ბრენდის ღირებულებას, როგორც მარკეტოლოგისთვის ფუძემდებლურ მაჩვენებელს;
– აჩვენებს ჩატარებული სარეკლამო-საინფორმაციო კამპანიის ეფექტურობას, შეიცვალა თუ არა ცოდნა, იცვლება თუ არა ბრენდი მომხმარებლის ცნობიერებაში;
– განსაზღვრავს გაყიდვებზე გავლენას კონკურენტების მაღალი სარეკლამო-მარკეტინგული აქტივობის პერიოდში;
– ბიზნესის მფლობელისთვის უზრუნველყოფს მუდმივ კონტროლს ბაზრის განუწყვეტელი ცვლილებების პირობებში. რაც უფრო მეტია ცვლილებები, მით უფრო ხშირად და უფრო ხანმოკლე ინტერვალებით ტარდება ტრეკინგი.

მაგალითად, თუ ბაზრის წილების გაზომვისას შეიძლება დავჯერდეთ კვარტალში ერთხელ გამოკვლევას, ბრენდის რეკლამის ცოდნის განსაზღვრისას რესპოდენტების გამოკითხვა ბევრად უფრო ხშირად უნდა ჩატარდეს.

ინფორმაციის შეგროვების მეთოდებით ბრენდის ტრეკინგები, ჩვეულებრივ, სამ ჯგუფად იყოფა სამიზნე აუდიტორიიდან და მიზნის მიღწევის სირთულიდან გამომდინარე: სატელეფონო გამოკითხვები, პირადი (face-to-face) ინტერვიუ რესპოდენტის საცხოვრებელ ადგილას ან/და ქუჩის ინტერვიუები, ონლაინ ანკეტირება.

ბრენდის ტრეკინგი – ეს არის არა ერთჯერადი გამოკვლევა, არამედ მუდმივი მეთვალყურეობა ბრენდზე, ყოველივე იმის ანალიზი და გაზომვა, რაც გავლენას ახდენს ბრენდის მარკეტინგულ მაჩვენებლებზე და საბოლოოდ, ბიზნესის შედეგიანობაზე.

 

რატომ 4SERVICE-თან ერთად

– ვიყენებთ როგორც ტრადიციულ, ასვე საავტორო მეთოდიკებს: ვმუშაობთ 2 მოდელით – მაჩვენებელთა მარტივი ნაკრებით და რთულად ჩასაშენებელი ნაკრებით, როგორც პროდუქციის მწარმოებელი, ასევე მომსახურების გამწევი კომპანიებისთვის;
შედარებით რთული მოდელი გულისხმობს ღრმა კვლევას, შეიცავს ათამდე საანგარიშო ინდექსს;
– საწყისი მონაცემების მაღალი დონის კონტროლი;
– ვფარავთ ქვეყნის მთელ ტერიტორიას;
– არადინამიური ბაზრებისთვის / შეზღუდული რაოდენობის მოთამაშეების ბაზრებისთვის გადაწყვეტილების არსებობა (Brand Point Analyze)

 

მაქსიმალური ეფექტურობის მისაღწევად კომპლექსურად ატარებენ:

Web Social Media
რაოდენობრივ კვლევებს (სიღრმისეული ინტერვიუ, ფოკუს-ჯგუფური დისკუსია, ეთნოგრაფიული კვლევა)
Penalty analysis
Price Sensitivity Measure
Mystery Shopping

32%

უკრაინელებისა წელიწადში ერთხელ ყიდულობს საიუველირო სამკაულებს.

გამოკითხვა

37%

რესპოდენტებისას აღიზიანებს Viber/WhatsUP-ის გზავნილები

კვლევა

-4.3

სადაზღვევო კომპანიების დარგში

NPS

30%

ევროპელების კმაყოფილია მომსახურების სისწრაფით.

CAWI

29%

ეს არის რესპოდენტების წილი, რომელთა მოლოდინს გადააჭარბა არასტანდარტულმა კონსულტაციებმა ტანსაცმლის მაღაზიებში

გამოკითხვა

92.4%

კლიენტის გამოცდილების შესახებ მომხმარებელთა საუბრებისა ადამიანებს ეხება

web social media

+30%

იზრდება სერვისის ხარისხი წინასადღესასწაულო დღეებში

mystery shopping

63%

კლიენტებისა ელის, რომ კომპანიები მხარდაჭერას შესთავაზებენ სოციალური ქსელებით.

CAWI

ბლოგი

×

Special Offer for You