ინფორმაციის შეგროვების მეთოდები | 4Service საქართველო
ინფორმაციის შეგროვების მეთოდები

ინფორმაციის შეგროვების მეთოდები

Face-to-face (პირადი ინტერვიუები პირისპირ)

ეს არის რაოდენობრივი მონაცემების შეგროვების ერთ-ერთი ძირითადი მეთოდი, რომელშიც ინტერვიუერს მკაცრად სტრუქტურირებული ანკეტის მიხედვით აქვს ურთიერთობა უშუალოდ რესპოდენტთან.

პირადი ინტერვიუები შეიძლება ჩატარდეს რესპოდენტის სამუშაო ან საცხოვრებელ ადგილზე, ქუჩაში ან გაყიდვებისთვის განკუთვნილ ადგილებში.

 

რომელი ამოცანები წყდება ბიზნესისთვის:

–   სავაჭრო მარკის პოპულარობის, ცნობადობის განსაზღვრა;

–   სარეკლამო კამპანიის ეფექტურობის ანალიზი;

–   საქონლის ან მომსახურების ოპტიმალური ფასის განსაზღვრა;

–   გამოკვლევა, თუ როგორ ყიდულობენ მომხმარებლები;

–   მომხმარებლების სეგმენტაცია მათი, როგორც მყიდველების ქცევის თავისებურებების მიხედვით;

–   ბაზრის მოცულობის შეფასება;

–   მომხმარებელთა მედია-უპირატესობების ანალიზი;

–   კონკრეტული საქონლის ან მომსახურების მიმართ პოტენციური მომხმარებლის დამოკიდებულების განსაზღვრა

 

კომპანიას4Service შეუძლია ჩაატაროს პირადი ინტერვიუებიPAPI-ს დახმარებით. ეს არის გამოკითხვის ტექნიკა, რომელშიც ინტერვიუერი პირადად უსვამს კითხვებს რესპოდენტს და მიღებულ პასუხებს აღნიშნავს დაბეჭდილ ანკეტაში. ასევე გამოიყენება CAPI. გამოკითხვის ამ ტექნიკაში ინტერვიუერი პირადად უსვამს კითხვებს რესპოდენტს და მიღებულ პასუხებს იწერს ელექტრონულ ანკეტაში ნოუთბუქზე, სმარტფონზე ან პლანშეტზე.

 

CAWI

CAWI (ComputerAssistedWebInterviewing) არის ინტერნეტის ქსელის გამოყენებით ანკეტირების ტექნიკა. რესპოდენტი ავსებს ელექტრონულ ანკეტას ინტერვიუერის დახმარების გარეშე. ანკეტა შეიძლება გაიგზავნოს ელექტრონული ფოსტით ან განთავსდეს საიტზე.

 

Преимущества CAWI ინტერვიუს უპირატესობები:

  • უმეტეს შემხვევებში ეს მეთოდი ყველაზე ეკონომიურია მატერიალური და დროითი დანახარჯების თვალსაზრისით.
  • იძლევა ვიდეო- და აუდიომასალების, ასევე გამოსახულებების დემონსტრირების ფართო შესაძლებლობებს.
  • იძლევა ინტერნეტ-აუდიტორიის ქცევის თავისებურებების კვლევის შესაძლებლობას. ძირითადი შედეგები კლიენტისთვის ონლაინ რეჟიმში შეიძლება გახდეს ხელმისაწვდომი ვებ-ინტერფეისის მეშვეობით.
  • იძლევა სხვა მეთოდების გამოყენებისას რთულად მისაწვდომი აუდიტორიის გამოკითხვის შესაძლებლობას.
  • გამოდგება ნებისმიერი კონფიდენციალური, დელიკატური, პირადი თემებისა თუ საკითხების შესასწავლად, რომლებზე პასუხის გაცემაზეც რესპოდენტებს შეიძლება უარი ეთქვათ ინტერვიუერთან ურთიერთობისას.
  • ჩასატარებელი კვლევის გეოგრაფია პრაქტიკულად არ არის შეზღუდული.

 

32%

უკრაინელებისა წელიწადში ერთხელ ყიდულობს საიუველირო სამკაულებს.

გამოკითხვა

37%

რესპოდენტებისას აღიზიანებს Viber/WhatsUP-ის გზავნილები

კვლევა

-4.3

სადაზღვევო კომპანიების დარგში

NPS

30%

ევროპელების კმაყოფილია მომსახურების სისწრაფით.

CAWI

29%

ეს არის რესპოდენტების წილი, რომელთა მოლოდინს გადააჭარბა არასტანდარტულმა კონსულტაციებმა ტანსაცმლის მაღაზიებში

გამოკითხვა

92.4%

კლიენტის გამოცდილების შესახებ მომხმარებელთა საუბრებისა ადამიანებს ეხება

web social media

+30%

იზრდება სერვისის ხარისხი წინასადღესასწაულო დღეებში

mystery shopping

63%

კლიენტებისა ელის, რომ კომპანიები მხარდაჭერას შესთავაზებენ სოციალური ქსელებით.

CAWI

ბლოგი

×

Special Offer for You