რეგისტრაცია
ინსტრუქციები
ჩვენ გვენდობიან

გახდი ჩვენი კვლევების მონაწილე

FAQ

  • რა თანხა შემიძლია გამოვიმუშაო ერთ თვეში?

    თითოეული ვიზიტის ანაზღაურება დამოკიდებულია მის სირთულესა პროექტის სპეციფიკაზე, ასევე დახარჯულ სახსრებსა და დროზე. ვიზიტის ან შემოწმების ღირებულებამ, საშუალოდ, შეიძლება შეადგინოს 20 გრივნიდან (სატელეფონო ზარები) 1 000 გრივნამდე (პრემიუმ-ვიზიტები),მაგრამ მეტიც შეიძლება იყოს. „შემოწმებების“ შესრულება თქვენთვის სასიამოვნო ჰობად შეიძლება გადაიქცეს, რომლიც შეგიძლიათ, რომ შეუთავსოთ ყოველდღიურად საყიდლებზე ან მეგობრებთან ერთად კაფეში, პიცერიასა და რესტორანში სიარულს.

  • რა სიხშირით შემიძლია შემოწმებების ჩატარება ჩემს ქალაქში?

    ყველაფერი დამოკიდებულია პროექტზე დას კლიენტის მოთხოვნებზე. შემოწმებების სიხშირე დამოკიდებულია:

    სავაჭრო წერტილების რაოდენობაზე, პროექტის მასშტაბზე;

    როტაციაზე (ერთი და იმავე წერტილის მონახულება – არაუმეტეს, ვიდრე 3 თვეში / კვარტალში ერთხელ);

    პროექტის მოთხოვნებთან თქვენი პროფილის /უნარების შესაბამისობის ხარისხზე;

    განაცხადის შემოტანის ოპერატიულობაზე.

  • როგორ გავხდე ფარული მყიდველი? როგორ შემიძლია მონაწილეობის მიღება პროექტებში?

    პროექტებში მონაწილეობის მისაღებად უნდა დარეგისტრირდეთ საიტზე shopmetrics. ანკეტის შევსების შემდეგ ფოსტით მიიღებთ მომხმარებლის სახელსა და პაროლს პირად კაბინეტში შესასვლელად. შემდეგ აუცილებელია ფარული მყიდველის სასწავლო კურსის გავლა იმისთვის, რომ უკეთ გაიგოთ სამუშაოს ნიუანსები და საკუთარი მოვალეობები. კურსის წარმატებულად გავლის შემდეგ დაინახავთ ყველა აქტუალურ ვაკანსიას თქვენს რეგიონში. აუცილებელია ადგილმდებარეობის არჩევა, განაცხადის შეტანა, ინსტრუქციის შესწავლა და ანკეტის შევსება. იმუშავებთ საიტზე თქვენს პირად კაბინეტში და გექნებათ თქვენს მიერ ჩატარებული ყველა იმ შემოწმების დათვალიერების შესაძლებლობა, რომელიც კლიენტმა მოიწონა და ასანაზღაურებლად წარადგინა.

  • როგორ ჩავატარო წარმატებული ვიზიტი?

    ვიზიტის წინ ყურადღებით გაეცანით მოკლე ინფორმაციას ანკეტის შესახებ, ასევე, თავად ანკეტასაც. აუცილებლად წაიკითხეთ ვიზიტის ინსტრუქცია, ასევე, ყურადღება მიაქციეთ აუცილებელ მატერიალურ მტკიცებულებებს და ვიზიტის ძირითად მომენტებს. ვიზიტის წინ გაიარეთ სერტიფიცირება.

  • როგორ მოვიქცე, თუ შესამოწმებელი ობიექტი დახურულია და როგორ ანაზღაურდება ასეთი ვიზიტი?

    იმ შემთხვევაში, თუ შესამოწმებელი ობიექტი დახურულია, ან არ მდებარეობს მითითებულ მისამართზე, აუცილებელია შესასვლელი კარისთვის, შენობის ფასადისთვის – ისე რომ მისამართი იყოს გამოსახული (იმ შემთხვევაში, თუ ობიექტი არ მდებარეობს მითითებულ მისამართზე) და განცხადებისთვის ფოტოსურათის გადაღება. აუცილებლად გააკეთეთ მიმდებარე ტერიტორიის ვიდეოჩანაწერი. და უნდა მიმართოთ თქვენს კოორდინატორს.

  • როგორ ხდება ანგარიშსწორება?

    უკრაინის მაცხოვრებლებისთვის გადახდის მეთოდად გამოიყენება „პრივატბანკის გადახდების ბარათი“

  • როგორია ანგარიშსწორების ვადები?

    გადახდების ვადებს გაეცნობით თქვენს პირად კაბინეტში. ასევე, დააზუსტეთ თქვენს კოორდინატორთან.

  • სად უნდა შევიტანო საგადასახადო მონაცემები?

    საგადასახადო მონაცემების შესატანად შედით „პირად კაბინეტში“ => „ჩემი მონაცემების მართვა“ => პროფილის რედაქტირება“ და დააწკაპუნეთ ჩანართზე „კიდევ“. შეიტანეთ გადახდის რეკვიზიტები.

  • ვის უნდა მივმართო ანგარიშსწორების საკითხებზე?

    გადახდების ზოგადი ვადები მითითებულია პირად კაბინეტში მარჯვნივ: „გადახდის პირობები“. თუ ვადა გავიდა, მაგრამ გადახდა არ მომხდარა, მიმართეთ ფარული მომხმარებლების მხარდაჭერის სამსახურს.

ellipse

რაიმე შეკითხვა?
ჩვენ დაგეხმარებით

მხარდაჭერის სერვისი

ბლოგი

ბლოგი მარკეტინგული კვლევები, მომხმარებლის...
მუშაობა დისტანციურად. ცხოვრება დისტანციურად. მსოფლიო...
  • 30 Jan 2021
  • 682
[cf7-form cf7key="exit-form"]