მარკეტინგული კვლევები, მომხმარებლის ქცევა: როგორ ჩავატაროთ კვლევები, დისტანციის დაცვით? ბიზნეს ვექტორი დისტანციურად.

მუშაობა დისტანციურად. ცხოვრება დისტანციურად. მსოფლიო დისტანციურად. ყველაფრის მიუხედავად, მსოფლიოს არ დაუკარგავს საჭიროებების მოთხოვნილება. მაგრამ თავად საჭიროებები და პრიორიტეტები შეიცვალა. ბიზნესი იძულებულია მიიღოს დისტანციური ვექტორი და კიდევ უფრო მეტად გრძნობს, რეგულარული შემოსავლის მიღების აუცილებლობას. ის კიდევ უფრო ცდილობს შეცდომების თავიდან აცილებას და მომხმარებლების შესწავლას, რათა რესურსები მიმართოს იმას, რაც სავარაუდოდ შედეგს მოიტანს. როგორ გამოვიცნოთ რა არის ეს? და შეგვიძლია თუ არა ამის გამოცნობა?

თქვენი მომხმარებლის ცოდნა, დისტანციურ რეჟიმში = ეფექტურ საქმიანობას დღევანდელ გარემოში.

რა უნდა გააკეთოთ, როდესაც პირობები და რესურსები შეზღუდულია, ხოლო ცოდნის მიღება სამიზნე აუდიტორიის შესახებ აუცილებელია ? კვლევის მეთოდი CAWI დაგეხმარებათ საჭირო ინფორმაციის მიღებაში, მკაცრი კარანტინის პირობებშიც კი. ის მეწარმეები, რომლებიც არ არიან მიდრეკილნი “გამოიცნონ” და არ იქცევიან ბრმად, აქტიურად იყენებენ ამ ინსტრუმენტს. კარანტინის პერიოდში საგრძნობლად მოიმატა მოთხოვნამ ასეთ კვლევით პროექტებზე.

(CAWI) Computer Assisted Web Interviewing – გამოკითხვა ინტერნეტ სივრცეში, ონლაინ კითხვარის დახმარებით. კვლევის ჩატარების მეთოდი, პროგრამული უზრუნველყოფის პროფილის და ინტერნეტ რესურსების გამოყენებით.

მეთოდი CAWI მომხმარებლის ქცევის მარკეტინგულ კვლევებში გამოიყენება უკვე დიდი ხანია, და სხვა მეთოდებთან ერთად დაამტკიცა თავისი ეფექტიანობა.

CAWI-ს 5 ძირითადი უპირატესობა:

  • ღირებულება. ეს არის გამოკითხვის ჩატარების  ბიუჯეტური და საკმაოდ ეფექტური მეთოდი, სწორი მონაცემების მისაღებად. რადგან ასეთ პროექტში არ არის საჭირო დამატებითი შრომითი რესურსების გამოყენება ინტერვიუს ჩასატარებლად,  მომხმარებელი ავსებს კითხვარს თავისი პირადი მოწყობილობიდან. აქედან გამომდინარე პროექტის ხარჯების პუნქტი, ინფორმაციის შეგროვებისთვის, მცირდება.
  • რელევანტურობა. პროფილის პროგრამული უზრუნველყოფა, რომელიც გამოიყენება გამოკითხვის ჩასატარებლად, ხელს უწყობს მონაცემთა სიზუსტის უზრუნველყოფას. კითხვარი , რომელსაც მიიღებს კვლევის მონაწილე, შესაძლოა იყოს შევსებული მის მიერ მხოლოდ ერთხელ.სისტემა ინახავს ყველა მიღებულ პასუხს. ასევე საშუალებას გაძლევთ გაფილტროთ აუდიტორია, რომელიც არ არის საინტერესო კვლევის კონტექსტში.
  • ინტერაქტიულობა. მომხმარებელს აქვს შესაძლებლობა თვალყური ადევნოს ინფორმაციის შეგროვების მიმდინარეობას, დაარედაქტიროს კითხვარი და გააკეთოს წინასწარი ანალიზი.
  • დრო. 1000 რესპოდენტის შეგროვება ინტერვიუსთვის – არის დაკავშირებული დროსთან და ფიზიკურად 1 ინტევიუერს შეუძლია ერთ დღეში მხოლოდ შეზღუდული რაოდენობის ადამიანებთან იმუშაოს. გარდა ამისა, ასეთი ინტერვიუები შეიძლება ჩატარდეს მხოლოდ დღის გარკვეულ მონაკვეთებში. ხოლო ონლაინ კითხვარი ხელმისაწვდომია 24 საათის განმავლობაში, მონაწილეს შეუძლია შეავსოს იგი თავისთვის მოსახერხებელ დროს.
  • ოპტიმიზაცია. კითხვარის აწყობა მომზადების ეტაპზე იგეგმება. იქმნება ფილტრების სისტემა, რომლებიც სთავაზობს რესპოდენტს კითხვებს, რომლებიც შეესაბამება მის წინა პასუხებს.

CAWI- ს კვლევის სტანდარტული კითხვარი შედგება სამი ბლოკისგან:

  • მისალმება და მიზნის მოკლე აღწერა, ასევე მოტივაცია, რომ გახდეს კვლევის მონაწილე.
  • კითხვების ბლოკი
  • მადლიერება, კვლევაში მონაწილეობისთვის, ინფორმაცია მოტივაციის მიღების მეთოდზე.

კითხვარი, კვლევის მიზანი და რესპონდენტთა მოტივაცია არის მომხმარებლის და პროექტის გუნდის ერთობლივი მუშაობის ამოცანები, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან პროექტის მიმდინარეობაზე, მომზადებისა და შემუშავების მომენტიდან, ანალიტიკური ანგარიშის პრეზენტაციამდე.

საკარანტინო პერიოდში, მოთხოვნა CAWI– ს კვლევაზე სამჯერ გაიზარდა – კომპანიებმა შეწყვიტეს „გამოცნობის“ მცდელობა და ყურადღება გაამახვილეს არსებულ სტრატეგიებზე მოცემულ რეალობაში,  ხელმისაწვდომი რესურსების გამოყენებით.

4Service-ი თავის მხრივ სთავაზობს ბიზნესს CAWI-კვლევებს. ანალიტიკური განყოფილების გამოცდილება და ონლაინ პანელის არსებობა, კვლევის ჩატარებისთვის, სადაც დარეგისტრირებულია უკვე 72000 კაცი, ხელს უწყობს ასეთი პროექტების წარმატებით განხორციელებას.

კომენტარები

ბლოგის სათაურები:

ellipse
[cf7-form cf7key="exit-form"]